საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას, - „საქართველოს მოხალისეს," რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე, უანგარი შრომის პოპულარიზაცია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ა/წ-ის 6 ივნისიდან - 3 ივლისის ჩათვლით, 16-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, მოხალისეების შერჩევის მიზნით (მუნიციპალიტეტში შეირჩევა 2 მოხალისე). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ვებგვერდს, შემდეგ მისამართზე jouth.indgo.ge
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა
და ტურიზმის განვითარების სამსახური
76 thoughts on “კონკურსის, „საქართველოს მოხალისის," შერჩევა მიმდინარეობს”
კომენტარები გამორთულია