სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას...
,, მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები’’...
ადამიანის გონება ვერ სწვდება სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს, ვერ ხსნის ბედისწერის სვლებს, ვერ ხვდება ღვთის განგებულებას...
ირაკლი იოსელიანმა მხოლოდ 44 წელი იცხოვრა ამ წუთისოფელში და დაუვიწყარი სახე შექმნა ადამიანისა, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ადამიანური ურთიერთობები და, ამიტომაც, მისი განვლილი ცხოვრება ნათელი მაგალითია გულწრფელი მეგობრობისა, უანგარო სიკეთისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა.
დრო ვერ წაშლის იმ ტკივილსა და მონატრებას, რასაც ოჯახის წევრები: დედა, მეუღლე, და, მამიდები, ნათესავები, მეგობრები განიცდიან. ყველასათვის მარად ცოცხალი დარჩება ირაკლი, სიკვდილზე ამაღლებული. ლევან და დაჩი იოსელიანებს კი მუდამ ექნებათ სანუგეშოდ იმიერში გადასახლებული მამის განვლილი ცხოვრება...
დაე, დაუმკვიდროს მას უფალმა მართალთა, ცათა სასუფეველი, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა-ურვა, არცა-სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ნანა რაზმაძე
110 thoughts on “ირაკლი იოსელიანის ხსოვნას”
კომენტარები გამორთულია