10 დეკემბერს, ქალაქ ტყიბულში, სპორტის სასახლეში, გაიმართა ტრადიციული „იმერეთის ღია პირველობა კუნგ-ფუში.“ ტურნირის ორგანიზატორი „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ- ფუს სკოლა” იყო, რომელსაც პატრონაჟი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა გაუწია. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის, ამბროლაურის, ბაღდათის, ასევე, ზესტაფონისა და ტყიბულის 2-2 გუნდი, სულ 94 მონაწილე ვაჟი და გოგონა. ტყიბულიდან ასპარეზობაში ადგილობრივი კლუბები, სპორტული ცენტრის კუნგ-ფუსა (ხელ-ბი ოლეგ ფანჩულიძე, ლაშა ცქიფურიშვილი) და კარატეს სკოლები, იყვნენ ჩართულნი.
გუნდურ ჩათვლაში I ადგილზე 11 ჩემპიონით „ტყიბულის ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა“ გავიდა, II ადგილზე - ზესტაფონის, ხოლო III-ზე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ყველა ჩემპიონი და პრიზიორი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა.
კომენტარები გამორთულია