იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“, ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ, წარმოადგინა. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.

დამსწრე საზოგადოებას შორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, სოფიო ბოჭორიშვილთან, ერთად იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამსახურების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ორგანიზატორებმა მათ გააცვნეს ჰაბის როლი და ფუნქცია. ასევე, პროექტის სამომავლო გეგმები და სავარაუდო სარგებელი, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. ცალ-ცალკე იქნა განხილული სხვადსხვა მიმართლებით, მათ შორის, მედიისათვის, ბიზნესისათვის, ხელისუფლებისათვის (ცენტრალური, ადგილობრივი) და ახალგაზრდებისათვის რეგიონული ჰაბის სარგებლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის შექმნას.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა და დისკუსია ჰაბთან და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებით. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ფედერალური სამინისტროს მიერ. მისი საერთო ბიუჯეტია 5,07 მლნ. ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3,8 მლნ. ევროა).  აღნიშნული მოცემულობის ფარგლებში სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა განხორციელდება და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში - 720 ათასი ევროს ღირებულების. საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისათვის

 

მარი ბაბუხადია

DSCN2802

კომენტარები გამორთულია