temoooo

თემურ ჩუბინიძე ტყიბულის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ლეგიტიმაცია მიიღო და იგი დღეიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა, ხმათა უმრავლესობით, 61%-ით (6554 ხმით) მოიპოვა. ახალმა მერმა  ჩვენს გადამღებ ჯგუფთან  საუბარში აქცენტი განსახორციელებელ გეგმებზე, არსებულ პრობლემებზე, პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზე გააკეთა. მან ტყიბულელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ნდობისათვის და აღნიშნა, რომ იგი ეცდება, ეს იმედები გაამართლოს.

მარი ბაბუხადია