14 მაისს, ტყიბულის ,,მეშახტე“, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ლიგის მე-11 ტურის მატჩზე, ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ მარტვილში ესტუმრა. ჩვენი გუნდი თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდა. ანგარიში ზვიად კუხალაშვილმა მე-6 წუთზე გახსნა. აღსანიშნავია, რომ მან 57-ე და 87-ე წუთებზე შეძლო მასპინძელთა კარში გოლების გატანა, რითაც მნიშვნელოვანი, ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა ,,მეშახტეს“. შეხვედრა საბოლოო ანგარიშით 1:3 დასრულდა.
ამ დროისათვის ტყიბულის გუნდი სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ის შემდეგ მატჩს, 18 მაისს, 16 საათზე, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს, სადაც ,,გორს“ უმასპინძლებს.
მარი ბაბუხადია
9 thoughts on “ზვიად კუხალაშვილის ჰეთრიკი "სამეგრელოსთან"”
კომენტარები გამორთულია