დედის დღე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ საგაზაფხულოდ მორთულ სალონურ სივრცეში დედისა და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესებუა, უძღვებოდა.

საპატიო სტუმრებად მუნიციპალიტეტის მმართველობაში მყოფი ქალბატონები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული წარმატებული დედები შვილებთან ერთად მოიწვიეს. სადღესასწაულო განწყობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე  და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, შეუერთდნენ.  მოსწავლეთა სასახლის შემოქმედებითი კოლექტივებისა და სხვა მონაწილეთა ჩართულობით თბილი და სასიამოვნო ემოციების მომგვრელი საღამო შედგა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია