დედის დღე და ბაგა-ბაღის აღსაზრდელები

ტყიბულის ელენე ლეშკაშელის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ  N1 ბაგა-ბაღში გაზაფხულის თბილი დღეების შემოსვლასთან ერთად განსაკუთრებული ფუსფუსი იგრძნობა.

დედის დღისა და 8 მარტის მოლოდინში პატარები,  თავიანთი პაწაწინა ხელებით,  უსაყვარლეს დედიკოებსა და ბებოებს სადღესასწაულო საჩუქრებს უმზადებენ და საზეიმო პროგრამისათვის ლექსებს საგულდაგულოდ სწავლობენ. ამ სივრცეში 114 აღსაზრდელი,  ოთხ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში,  ირიცხება, რომელიც ყოველდღიურად შესაბამის სააღმზრდელო პროგრამას ეუფლება.

,,ინფოტყიბულის" შემოქმედებითი ჯგუფი შეეცადა მათი ორიგინალური მილოცვები ობიექტივით აღებეჭდა და ჩვენი მაყურებლისათვის  ისინი თავისი სისადავითა და გულწრფელობით  წარმოედგინა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.