215_0599_01.MP4.Still246

დედებისა და შვილების კონცერტი ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით დედებისა და შვილების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

იდეა სკოლის კურსდამთავრებულს, მაია ბრეგაძეს, ეკუთვნის, რომელიც პროექტში  მშობლის სტატუსით იყო ჩართული. პედაგოგიურმა კოლექტივმა აქტიურიროლი ითამაშა ამ იდეის ხორცშესხმაში და მუსიკალური განათლების მქონე დედებთან ერთად დაგეგმა საკონცერტო პროგრამა.

საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის დარგის წარმომადგენლები.

ნათია მურუსიძე