დასუფთავების აქცია მოწამეთაში

„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო," - ამ სახელწოდების საერთაშორისო კამპანიას საქართველოც შეუერთდა, რაც მიზნად ისახავს ვიცხოვროთ სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში. მასშტაბური დასუფთავების ღონისძიებებით შეხვდა ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც. გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდა. ადგილზე მობილიზებული იყო კომუნალური გაერთიანების სპეცტექნიკა.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “დასუფთავების აქცია მოწამეთაში

  1. Уведомление: 1great-grandfather

კომენტარები გამორთულია