001

გლოვის ღამე მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად

ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად და დაღუპულთა ოჯახების მიმართ  სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, 9აპრილს საღამოს 8 საათიდან, ქალაქის ცენტრში, მოედანზე, ადგილობრივი მცხოვრებლები, მეშახტეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდუალური პირები შეიკრიბნენ.   მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე,  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები,  მათ შეკრებილებთან ერთად, გლოვის ღამეს, სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ მეშახტეებს.

მარი ბაბუხადია

002