გელათში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

კურსების ადმინისტრაციული ერთეულის  გელათის საჯარო სკოლის დამხმარე შენობაში ახალრეაბილიტირებული ძიუდოს დარბაზი მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, გახსნეს.

საზეიმო ცერემონიალს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის,   სხვადასხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ. საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლაშა გუჯეჯიანი და ფედერაციის სხვა წევრები.

დარბაზის რეაბილიტაციის ინიციატივა გელათის მკვიდრს, ზაზა ავალიანს, ეკუთვნის, რომელიც ძიუდოს ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით, მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამხორციელდა. გარდა ამისა ფედერაციისაგან ობიექტს საჩუქრად გადაეცა შესაბამისი ინვენტარი.

ღონისძიება დეკლამატორს, მაია ბრეგაძეს, მიჰყავდა.  საკონცერტო ნომრების მომზადება თეატრმა და კულტურის ობიექტების გაერთიანებამ უზრუნველჰყო. ორგანიზება მას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “გელათში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

  1. Уведомление: 1basketball

კომენტარები გამორთულია