ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული 26 მაისს გამართული მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მერის მოადგილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა, ამავე უწყების ორგანიზებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში ქართველ მეფეთა საფლავებს პატივი მიაგეს და ხრესილის ბრძოლისა და 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

21 thoughts on “გელათში მეფეთა საფლავები ყვავილებით შეამკეს”
კომენტარები გამორთულია