გელათში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს აღნიშნავს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით გელათში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინოსანი მეფის საფლავს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს იგი. გელათის აკადემიაში, კი, ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა და საგალობლების ფესტივალი გაიმართა.

სამონასტრო კომპლექსის ეზოში ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოგდენილმა ოკრიბის კუთხეში არსებულმა ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილების, ისტორიული, ტყიბულის კულტურული ძეგლებისა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველმა ფოტომასალამ დამთვალიერებელთა დაინტერესება გამოიწვია. აქვე დარიგდა  ამავე თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბუკლეტები.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია