20 და 21 აპრილს, ქალაქ წყალტუბოში, ჩატარდა შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით შვიდი ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. მასში მონაწილეობას ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ სოფელ გელათის 7 სპორტსმენი იღებდა. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩვენმა ძიუდოისტებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:
I ადგილზე, 27 კგ წონით კატეგორიაში, 2006-07 წ.წ. დაბადებულთა შორის, გიორგი ავალიანი გავიდა, II ადგილი - გიორგი მაწკეპლაძემ დაიკავა, ხოლო III - 42 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა გვეტაძეს ხვდა წილად. რაც შეეხება 2003-04 წელს დაბადებულ სპორტსმენებს, III საპრიზო ადგილები ლაშა მაწკეპლაძემ (50 კგ) და დავით ქლიბაძემ (73 კგ) მიიღეს.
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ტურნირის ორგანიზატორებისაგან მედლები და დიპლომები გადაეცათ.
გუნდი შეჯიბრისათვის მწვრთნელებმა, დიმიტრი მარგველაშვილმა და ტრისტან ბასილაძემ, მოამზადეს.
კომენტარები გამორთულია