ეზო 3

განახლებული შიდა ეზოებითა და ლიფტებით მოსახლეობა კმაყოფილია

     ტყიბულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებისა და ლიფტების განახლების პროცესი.   გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, უკვე დასრულებული პროექტები მოინახულა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. წელს გამსახურდიას N36-ისა და N38-ის, თაბუკაშვილის N38-ისა და N14-N16-ის, თბილისის N4-ის, რუსთაველის N23-ის, ახობაძის N1-5-ისა და გელათის (ქორეოგრაფიული სტუდიის მიმდებარე) ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობა ხდება, ხოლო ტყვარჩელის ქუჩა N26-ის, თაბუკაშვილის ქუჩა N38-ის, III სადარბაზოს, თბილისის-N4-ის I და IV სადარბაზოების, თაბუკაშვილის-N14-ის II და ახობაძის N1-ის II და III  სადარბაზოების ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება.

ნათია მურუსიძე