გამოფენა ღია სივრცეში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე თაღებიან სივრცეში, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  50-მდე აღსაზრდელმა პლანერზე მუშაობისას ნახშირით, აკვარელით, გუაშითა და ფანქრით ქალაქის თემატიკაზე ეტიუდები შეასრულა. მათ ხედები და არქიტექტურული ობიექტები, ინდივიდუალური ხედვით, გადაიტანეს ფურცელზე. აღსანიშნავია, რომ სკოლა სისტემატიურად აწყობს ახალ-ახალი ნამუშევრების დამთვალიერებელთათვის ჩვენებას. თუმცა, ასეთი ღია ტიპის გამოფენები ფართო აუდიტორiაზეა გათვლილი, სადაც თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი სამხატვრო სკოლის მრავალმხრივი ჟანრული მიმართულება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, სკოლის დირექტორთან, მირზა ჭელიშვილთან ერთaდ, ადევნებდნენ თვალყურს შემოქმედებით პროცესს.

 

ნათია მურუსიძე

12345 DSCN3360 DSCN3363 DSCN3364 DSCN3366 DSCN3372 DSCN3378 DSCN3381

კომენტარები გამორთულია