გამგებელმა ქალაქის შიდა რეაბილიტირებულ გზებზე მონიტორინგი განახორციელა

წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციაზე 420 ათას 428 ლარი იხარჯება, რომლის ფარგლებშიც ექვსი მიმართულებით - ჯავახიშვილის, ცქიფურიშვილის, მაწკეპლაძის, სოლომონ II-ის, თაბუკაშვილისა და მერკვილაძის ქუჩებზე ბეტონის საფარის მოწყობა ხდება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ინსპქტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, აღნიშნული მონაკვეთების მონიტორინგი განახორციელა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

ნათია მურუსიძე

2 thoughts on “გამგებელმა ქალაქის შიდა რეაბილიტირებულ გზებზე მონიტორინგი განახორციელა

  1. Уведомление: bahis siteleri
  2. Уведомление: 3obvious

კომენტარები გამორთულია