shaxta-tkibuli

ახლმა ინვესტორმა "საქნახშირში " 1190 დასაქმებულს 1 მილ. 300 ათასი ლარი ჩაურიცხა

  შახტში მომხდარი ბოლო ტრაგედიის შემდეგ, 2018 წლის ივლისიდან, 13 თვის განმავლობაში,  მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიული კომპანია, ხელფასის სახით, ამ ხნის განმავლობაში ყოველთვიურად 1 მილ. ლარზე მეტს გასცემდა.

  24 სექტემბერს 30 მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებდა, ვიდრე, დაგვიანებულ, მინდინარე თვის ხელფასს არ მიიღებდა.

  26 სექტემბერს, პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას, დავალებით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა,  ჩავიდა. 300 მ. სიღრმიდან ამოსულმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს. ხელისუფლებისა და ახალი ინვესტორის წარმომადგენელთა შეთანხმების თანახმად, 30 სექტემბერს, მეშახტეებმა კუთვნილი ხელფასი მიიღეს.

  როგორც "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა, "ინფოტყიბულთან" საუბარში განაცხადა, 1 მილ.300 ათასი ლარი  1190 დასაქმებულ პერსონალს 30 სექტემბერს, დაპირებისამებრ, ახალმა კომპანიამ ხელფასის სახით   უკვე  ჩაურიცხა. ამჟამად მიმდინარეობს საკადრო სისტემის გამართვა და  თავად იგი მალე გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებს. ჯამბულ ჯაყელი 2016 წლის 22 მარტიდან  დაინიშნა "საქნახშირის" ("ჯი-აი-ჯი ჯგუფის") გენერალურ დირექტორად. მან ტყიბულს საქველმოქმედო საქმიანობით დაამხასოვრა თავი.

  "ჯი-აი-ჯი ჯგუფს" ახალი ინვესტორი "სტილ ინტერნეიშენალ ტრეიტ კომპანია" ჩაანაცვლებს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკრაინაში, თურქეთსა და მოლდოვაში შახტებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

ნანა რაზმაძე