ახალმა მერმა ზამთრის ტექნიკის მზადყოფნაზე მონიტორინგი განახორციელა

ტყიბულის  მერი, თემურ ჩუბინიძე, მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტებისა და სამსახურების დათვალიერებას განაგრძობს.

ამჯერად მან პირველ მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან, ერთად კომუნალური გაერთიანების ავტოპარკი მოინახულა და მოძველებული, დაზიანებული თოვლმწმენდი ტექნიკის გამართვისათვის საჭირო მიმდინარე და განსახორციელებელ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო, რის შესახებაც ამავე უწყების დირექციასა და მუშაკებს პირადად გაესაუბრა და შესაბამისი მითითებები მისცა.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.