მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2017-18 საწავლო წელი დაიწყო.
გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის პირველი მოადგილე, შალვა გაბრიაძე, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ირინე კორძაია, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ალეკო ბიბილაშვილი და სხვები ადგილობრივ საჯარო სკოლებს ეწვივნენ. მათ სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს განსაკუთრებით კი, პირველკლასელებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია