34121279_1964199200316879_7144642968358486016_n

აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სიწმინდის მოლოცვა ტყიბულელებსაც შეეძლებათ

  2017-18 წლებში საქართელოში საეკლესიო ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებსა და უკანასკნელი 40 წლის მანძილზე სულიერი ცხოვრების აღორძიენებას ეძღვნება აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა სრულიად საქართველოში.

  2 ივნისიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხატები, ერთი კვირის განმავლობაში, იქნებიან დაბრძანებული და საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთსმსახურება ყოველდღიურად ჩატარდება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წირვის შემდეგ საღამოს, 18:30 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები.