anros foto

ანრო ცირეკიძე ,,ვეფხისტყაოსნის" ზეპირადმცოდნეთა კონკურსის ექვსგზის გამარჯვებულია

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, ,,ვეფხისტყაოსნის" ზეპირადმცოდნეთა კონკურსი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის თემიდან ორი ქალბატონი მონაწილეობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებული მეექვსედ გახდა ტყიბულის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული პედაგოგი, ანრო ცირეკიძე, ხოლო სოფელ კოკას მკვიდრი, 78 წლის ნათელა ლანჩავა, მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილი კი გურჯაანელ მანანა ნესუაშვილს ხვდა წილად.

პროექტის ორგანიზატორებმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ გამარჯვებულები ფულადი პრიზით (I ადგილი -1000 ლარი, II - 800 ლარი, III - 600 ლარი), სიგელებით, ახალი ლიტერატურული გამოცემებითა და ,,ბიბლუსის" წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრეს.

ჩვენი მუნიციპალიტეტის მონაწილეობას ახალციხეში პატრონაჟი მერმა, თემურ ჩუბინიძემ, გაუწია.

ნანა რაზმაძე