მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად — მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.

სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
სამხატვრო სკოლის გალერეაში 2015 წლის თოთხმეტი კურსდამთავრებულის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სადაც გრაფიკის, ფერწერის, ქანდაკებების, გამოყენებითი ხელოვნების, თექისა და ბატიკის ნიმუშები იქნა წარმოდგენილი. სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს მოსწავლეები ტიხრულ მინანქარზე მუშაობას შეისწავლიან. მარი ბაბუხადია
მოსწავლეთა თვითმმართველობის ღონისძიება სასახლეში
მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. კაფე-საღამოს ფორმატში ახალგაზრდებმა თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წაემოადგინეს. საღამოს გასართობი ხასიათიც ჰქონდა, გაიმართა არაერთი კონკურსი და შეჯიბრი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. https://www.youtube.com/watch?v=SWDNMO9I5jQ&feature=youtu.be
ტყიბულს ზურაბ ობოლაძე ერევნიდან გამარჯვებული დაუბრუნდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის წარმატებულმა აღსაზრდელმა მოკრივემ, ზურაბ ობოლაძემ, ამჯერად, გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიპოვა. სასიხარულოა, რომ ზურაბი, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, 2008-09 წ.წ. დაბადებულთა შორის, 80 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შეჯიბრი 20-23 ივლისს, მოსწავლე-მოკრივეთა შორის, ქალაქ ერევანში მიმდინარეობდა, რომელშიც ტყიბულელი სპორტსმენი საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობდა. ის ტურნირში 21 და 22 ივლისს ჩაერთო და ორივე დღის შეხვედრა სომხეთის წარმომადგენლებთან გამარჯვებით (ფინალური შეხვედრა დროზე ადრე) დაასრულა. აღსანიშნავია რომ ზურაბისთვის ეს იყო პირველი ასპარეზობა საზღვარგარეთ. ზურაბ ობოლაძე, კრივს სასკოლო ასაკიდან ეუფლება. მას მწვრთნელობას ამ დროიდან მოყოლებული სპორტის ოსტატი, ...
სამი გამარჯვებული მოსწავლე ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრება
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ახალგაზრდული საბჭოს წევრები: ანი კახიძე, ლილე გაბადაძე და გიორგი კაკაბაძე „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, „FLEX-ის“ გამარჯვებულები გახდნენ. ისინი ერთი აკადემიური წლის მანძილზე ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ იქაური მასპინძლის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს ფაქტი უპრეცედენტოა: ჩვენს ქალაქს სამი გამარჯვებული ჰყავს ერთი, N6 საჯარო, სკოლიდან. ფინალისტი მოსწავლეები შტატებში გამგზავრებამდე ტრენინგებს გაივლიან და უკეთ მოემზადებიან უცხოეთში სწავლებისა და ცოდნის გაღრმავებისათვის. გასული წლების განმავლობაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან, არაერთი კონკურსანტი გახდა ამ პროგრამის მონაწილე, რაც შემდგომში მათი წარმატების საწინდრად იქცა. ვულოცავთ მათ ამ აღიარებას და ვუსურვებთ, უფრო დიდი გამარჯვებებით ეამაყოთ!
დატოვე ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანში“
„სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა,“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაკეთი წიგნის შექმნა მიმდინარეობს. მასში ტყიბულის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო და იგი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პოემის ორმოცი სტროფი საუკეთესო ხელმწერების მიერ იქნება გადაწერილი. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს შეუძლია. პროექტს ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უწევს. ნათია მურუსიძე
მინი-ფეხბურთში ჩემპიონი გუნდი „ქალაქელებია“
თითქმის ორკვირიანი აზარტული და დაძაბული ასპარეზობის შემდეგ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის პირველობა მინი-ფეხბურთში დასრულდა. მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 18 გუნდიდან გამარჯვებული სამეული ფინალურმა შეხვედრებმა გამოავლინა. მესამე ადგილისათვის ერთმანეთს კეცხოველის „კეცხოველი“ და საწირის „კურორტი“ დაუპირისპირდნენ, სადაც უპირატესობა, ანგარიშით - 5:4, „კეცხოველმა“ მოიპოვა. რაც შეეხება I და II ადგილებს, გათამაშება ხრესილის „ხრესილსა“ და გამსახურდიას „ქალაქელებს“ შორის მოხდა. გულშემატკივართა მხურვალე შეძახილებისა და აქტიური ქომაგობის ფონზე, მოედანზე მოწინააღმდეგეთა მიერ ერთმანეთის კარში გატანილი რამდენიმე გოლის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული „ქალაქელებს“ ხვდათ წილად, ანგარიშით - 5:4. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და ტურნირის ორგანიზატორმა, ...
,,ჭირვეულას“ პრემიერა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიამ მოზარდ მაყურებელს ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, „ჭირვეულა,“ წარმოუდგინა, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა, შარლ პეროს ზღაპრის, „წითელქუდას,“ მიხედვით დადგა. 45 წუთიან წარმოდგენაში სტუდიის ორივე ჯგუფის 54-მდე აღსაზრდელი და მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობები - მარინე ბრეგაძე და თორნიკე გოტიაშვილი, ერთობლივად იყვნენ ჩართულნი. სიუჟეტის ორიგინალური ვერსიის მთავარი გმირი ჭირვეული ხასიათის გოგონაა, რომელიც არ ემორჩილება ძიძებსა და დედა-დედოფალს. „წითელქუდას“ (იგივე „ჭირვეულა“) პროტოტიპი მარიამ ბრეგაძემ განასახიერა. თუმცა, ყველა როლი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. „ჭირვეულა“ ბებოს მოსანახულებლად მიმავალ გზაზე უამრავ თავგადასავალს აწყდება, მათ შორის არის პატარებისათვის ბევრი ...
მეშახტეთა დღესასწაულზე შრომის დიდების მემორიალი აღიმართება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის - რობიზონ გვენეტაძის ინიციატივით მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი კინოთეატრის „შაორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართება და ქალაქი მის გახსნას 30 აგვისტოს მეშახტეთა პროფესიულ დღესასწაულზე იზეიმებს.
ნაირა ბოჭორიშვილის გახსენება
რა უცებ გავიდა ორმოცი დღე! გვენატრები ყველას - ოჯახის წევრებს, შვილებს, შვილიშვილებს, მეუღლეს. ნაირა, შენი გარდაცვალების ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. ჩვენთვის დაუვიწყარია ის 43 წელი, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად გაატარე. თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით გავზარდეთ ექვსი შვილი. 17 შვილიშვილს და ერთ შვილთაშვილს მოესწარი. სიცოცხლე გწყუროდა და მათი არსებობით ხარობდი. ყოველთვის ამბობდი - პენსიაზე რომ გავალ, მერე დავისვენებ და აღარაფერი მიჭირსო, მაგრამ განგებამ არ დაგაცალა და მოულოდნელად წაგვართვა შენი თავი. ჩვენო საყვარელო, აუტანელი აღმოჩნდა უშენობა, გაუსაძლისი და ცარიელია ყოველი დღე. შენ ხომ საოცრად გამრჯე და მზრუნველი მეოჯახე იყავი. ამიტომაც ასე ...
რიგგარეშე სხდომა საკრებულოში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ბონდო კუბლაშვილი, უძღვებოდა. შეკრებას, დეპუტატებთან ერთად, გამგებლის მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღის წესრიგის მიხედვით ერთი საკითხი იქნა განხილული, რომლის პროექტი, ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ადგილობრივი საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N27-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ წარმოადგინა. სადაც აღინიშნა, რომ გაიზარდა გამგეობის ხარჯების მუხლი 25 ათასი ლარით - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის, დაბაძვლის ხიდის რეკონსტრუქცია - 2 ათას 500 ლარით, 34 ათასი ლარი მიმართული იქნა ჯავახიშვილის ქუჩის ...
იმერეთის გუბერნატორი ტყიბულში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ტყიბულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცვნენ. მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდისა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, ისტორიულ ურბანულ ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ტურისტული მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და არსებული შენობების რევიტალიზაციის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით, ტყიბულში, უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის იწყება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ...
ტყიბულში ბუთხუზ ბასილაიას სახელობის სკვერი გაიხსნება
თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას, 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელიც მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა. საღამოზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, იყო მიწვეული. კონცერტი, სახელწოდებით –,,ზღაპარი სიყვარულისა“, მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის ინიციატივით შედგა, სადაც კომპოზიტორის პოპულარული ქართული სიმღერები ახლებური ვერსიით გაჟღერდა. რობიზონ გვენეტაძემ, ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრების იმ პერიოდზე ისაუბრა, რომლითაც იგი ტყიბულთან იყო დაკავშირებული და, თავის მისასალმებელ სიტყვაში, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქში გამოჩენილი კომპოზიტორის სახელობის სკვერის გახსნა იგეგმება. ,,შესანიშნავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც ქმნიდა მაღალმხატვრულ შემოქმედებით ნაწარმოებებს ...
„აგვისტოს გმირების“ საფლავები ყვავილებით შეამკეს
2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან დაღუპული გმირების, ფრიდონ ბრეგაძისა და ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილებისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით სოფლებში ბუეთსა და ძიროვანში გაიმართა. მონაწილეებმა პატრიოტული ლექსებით, სიმღერებითა და ომის ეპიზოდების გახსენებით პატივი მიაგეს ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ორივე ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებულებით, ფულადი დახმარება 500-500 ლარის ოდენობით გადაეცათ. მარი ბაბუხადია
„სპექტრის“ პროექტების განხილვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნარჩენების დახარისხებული შეგროვებისა და მართვის პროექტის მიმდინარეობასა და შედეგების შეჯამებას, ასევე მოსახლეობის ამ კუთხით ინფორმირებულობას ეხებოდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრისა“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა. მის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე და სხვადასხვა შენობებში განთავსდა პლასტმასის ნარჩენებისა და მაკულატურისათვის განკუთვნილი კონტეინერები. ღონისძიებაზე „სპექტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ქეთევან ცხაკაიამ დააანონსა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის რომელიმე საბავშვო ბაღში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ცხელი წყალმომარაგებისათვის ჰელიოსისტემა მოეწყობა. მარი ბაბუხადია
საკრებულომ 27 პროექტი განიხილა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით 27 საკითხი იქნა განხილული. დასაწყისშივე აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ახლახანს ტრაგიკულად გარდაცვლილ მეშახტეთა ხსოვნას. მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში, ცვლილებების თანახმად, 45,7 ათასი ლარი გადატანილ იქნა მუხლიდან მუხლში და გაიზარდა საქონელი და მომსახურებისა და სუბსიდიის ნაწილი. მათ შორის, 30,0 ათასი ლარით - სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების ხელშეწყობა, რაც მოზარდთა კვების თანხაზეა გათვლილი. ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელსაც დაემატა უძრავი ქონება, ...
ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონი N1 სკოლის გუნდია
ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ტრადიციულად, რამდენიმე წელია, ინტელექტთამაშს - „რა? სად? როდის?“, ატარებს, რომლის გამარჯვებულიც, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, N6 საჯარო სკოლის გუნდი იყო. წლევანდელი კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა N1, N5, N6, საწირისა და გელათის საჯარო სკოლების ნორჩმა ინტელექტუალებმა მიიღეს. 8 შეკითხვიდან 6 სწორი პასუხით 2016 წლის ქალაქის ჩემპიონის ტიტულისა და გარდამავალი თასის მფლობელები პირველსკოლელები გახდნენ. ნათია მურუსიძე
ტყიბულმა ბავშვთა რაგბის საშემოდგომო ფესტივალს უმასპინძლა
ჩვენს მუნიციპალიტეტში ბავშვთა რაგბის საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს თვრამეტამდე გუნდს უმასპინძლა. ტყიბულის „გელათმა“ წარმატებით იასპარეზა და ორ მოწინააღმდეგესთან გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი 7 ნოემბერს ქუთაისში დაიხურება. მარი ბაბუხადია
ტყვარჩელის ქუჩაზე ბავშვთა ატრაქციონი განახლდა
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტყვარჩელის ქუჩაზე განახლებული საბავშვო ატრაქციონი დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი, 4712 ლარის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ 50 % - იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მარი ბაბუხადია
ორპირში გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს
ორპირში, საჭადრაკო კლუბის, „ტყიბულის,“ დამწყებ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი გაიმართა. 13 მოთამაშეს შორის შეჯიბრება წრიული სისტემით, უმცროს და უფროს ასაკობრივ კატეგორიებში, ჩატარდა. I ადგილის მფლობელები გახდნენ: ანი ავალიანი, თიკო კვარაცხელია და მათე მიქაბერიძე, II და III ადგილი კი საბა მესხორაძემ და რეზი ჭიქაბერიძემ გაინაწილეს. ასპარეზობა კომპოზიციებში ანუ ამოცანების ამოხსნაშიც მოეწყო, რომლის გამარჯვებულიც - რეზი ჭიქაბერიძე, ხოლო პრიზიორები - მათე გვეტაძე და მართა ივანეიშვილი გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ ორპირის ჯგუფში მეცადინეობა ორი წელია, რაც აღდგა და მისი მასწავლებელი, გამოცდილი მწვრთნელი რამაზ ბერეკაშვილია. ნათია მურუსიძე
პეტრეპავლობა ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში
ხრესილის თემის სოფელ ჭყეპში სამეუფეო წირვა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგი შალამბერიძემ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, მამა ნიკოლოზ ქათამაძესთან ერთად აღავლინა. ეკლესიას წელს დაარსებიდან 110 წელი შეუსრულდა. ...
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1ივნისს, ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ აწყობს ველორბოლას, რომელიც სტარტს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან (თაბუკაშვილის ქუჩა) 11:00 საათზე აიღებს და N1 საჯარო სკოლასთან დასრულდება. რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ღონისძიების დაწყებამდე გაგრძელდება. მსურველები (18 წლამდე ) დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ახობაძის ქუჩა № 4. ტელ: 790 27 17 65 ტურნირში მონაწილეთა მსურველებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ველოსიპედი!
გამგეობის ორშაბათის თათბირი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირს სამსახურის უფროსები და ა.(ა).ი.პ - ების დირექტორები ესწრებოდნენ, რომელსაც ტრადიციულად გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა მოახლოებული „ტყიბულქალაქობის“ დღესასწაული იყო. ნათია მურუსიძე
ევროგარბენი მშვიდობის გზით ტყიბულში
47 წლის ველოსიპედისტი, ნოდარ ბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვია. მას, როგორც პროექტის, „ევროგარბენი მშვიდობის გზით,“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, სპორტის სასახლესთან შეკრებილი ჩვენი ქალაქის სპორტსმენები და მათი აღსაზრდელები დახვდნენ. შეხვედრა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა მოაწყო. ნოდარ ბერიძე, ყოფილი მოჭიდავეა, თუმცა, იგი წლების მანძილზე ცნობილი ველოსიპედისტის, ჯუმბერ ლეჟავას, მენეჯერი და მოსწავლე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2014 წლიდან, საქართელოს პატრიარქის კურთხევით, მეგობრის მიერ წამოწყებულ საქმეს აგრძელებს. მას უმოგზაურია 28 ქვეყანაში, როგორც -38, ისე +40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. საქართველოში იგი თურქეთიდან შემოვიდა, გეგმავს, რომ მოიაროს ყველა რეგიონი და მუნიციპალიტეტი და 26 ...
მაისობა ოკრიბაში
მაისობის დღესასწაული „ცხრაჯვარის“ წმინდა სალოცავის სახელს უკავშირდება. ძველი სტილით, მაისის ბოლო შაბათს, ძიროვნელთა სოფრომაძეების სალოცავზე სხვადასხვა ქალაქებიდან მოემართებიან მომლოცველები. ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ დალოცა და აკურთხა ერი.
ჭიათურელ მოსწავლეთა კონცერტი მუნიციპალურ თეატრში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ შემოქმედ მოსწავლეთა კონცერტს თეატრში უმასპინძლა. ღონისძიებაში ჭიათურის კულტურის ცენტრის სასწავლო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო და ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. კონცერტის პარალელურად თეატრის ფოიეში მოწყობილი იყო ჭიათურის ნ. ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლა „ნიკალას“ მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა 26 მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული, ვოკალური და მუსიკალური ნომრით იყო წარმოდგენილი. საღამო ჭიათურის კულტურის ცენტრის წარმომადგენელს, ნონა თუთარაშვილს, მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მასში ასევე, პედაგოგები და სასწავლო-საგანმანათლებლო დეპატრამენტის, ხელმძღვანელი, თამარ ქადიძე, მონაწილეობდნენ. მსმენლისათვის შესრულებული იყო, როგორც ქართველი, ...
ილია სულამანიძის სადებიუტო გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით
18-20 თებერვალს თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე ტყიბულელი ილია სულამანიძე საქართველოს ძიუდოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა და ჯილდოების ჩამონათვალს ბრინჯაოს მედალი შემატა. ქართველები ისრაელში 16 კაციანი შემადგენლობით (13 - კაცი, 3 - ქალი) გაემგზავრნენ, სადაც 60 ქვეყნის 422 წარმამადგენელს შორის იასპარეზეს. ტურნირი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჩვენი ძიუდოისტებისათვის, რადგან გასულ წელთან შედარებით, როცა თელ ავივიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში, 2021-ის შედეგები საუკეთესო გამოდგა და გრანდ სლემების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისათვის რეკორდულად ჩაიწერა: გუნდური პირველი ადგილი მამაკაცებში და მეორე - საერთაშორისო გუნდურ ჩათვლაში (საფრანგეთის შემდეგ), სულ 8 მედალი: 2 - ოქრო, ...
ტყიბულმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა
ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სასწავლო სარაგბო ფესტივალის მორიგი 2016 წლის კალენდარული ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობდა 10 გუნდი - სხვადასხვა ქალაქებიდან. აღნიშნული შეჯიბრი, საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით, ყოველწლიურად ეწყობა და მისი მიზანი სპორტის ამ სახეობის უკეთ სწავლება და პოპულარიზაცია, ასევე, მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ფესტივალში ტყიბულის „გელათი“ უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული. ადგილობრივი რაგბის სპორტული სკოლა თამაშზე 2 გუნდით წარდგა და სტუმრებს ღირსეული და საინტერესო ასპარეზობა აჩვენა. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა. მარი ბაბუხადია
საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ
აღნიშნული შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის განყოფილების უფროსი კატო ცანკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები, ქეთევან ბერაძე და თორნიკე აბაშიძე უძღვებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ასევე, მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მიაწოდეს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის ...
გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია სრულდება
კომუნალური გაერთიანების წარმომადგენლები ტყიბულის იერ-სახის მოწესრიგების კუთხით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. ამჯერად, ცენტრალური ქუჩის გარე განათების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს. უბნებში არსებული დაზიანებები აღმოფხვრილია, ახალი ნათურებით მუნიციპალიტეტის სოფლებიც განახლდა. სამონტაჟო სამუშაოები მერმა, თემურ ჩუბინიძემ, პირადად დაათვალიერა. ნათია მურუსიძე https://youtu.be/3mP8VkHo7mE
ირაკლი იოსელიანის ხსოვნას
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას... ,, მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები’’... ადამიანის გონება ვერ სწვდება სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს, ვერ ხსნის ბედისწერის სვლებს, ვერ ხვდება ღვთის განგებულებას... ირაკლი იოსელიანმა მხოლოდ 44 წელი იცხოვრა ამ წუთისოფელში და დაუვიწყარი სახე შექმნა ადამიანისა, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ადამიანური ურთიერთობები და, ამიტომაც, მისი განვლილი ცხოვრება ნათელი მაგალითია გულწრფელი მეგობრობისა, უანგარო სიკეთისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა. დრო ვერ წაშლის იმ ტკივილსა და მონატრებას, რასაც ოჯახის წევრები: დედა, მეუღლე, და, მამიდები, ნათესავები, მეგობრები განიცდიან. ყველასათვის მარად ცოცხალი დარჩება ირაკლი, სიკვდილზე ამაღლებული. ლევან და დაჩი იოსელიანებს კი ...
ყველაზე დიდი მატება ტყიბულის კოვიდსტატისტიკაში
კორონავირუსის მეოთხე ტალღა, რომელიც საქართველოში მძიმე ლეტალური შედეგებით გამოირჩევა, ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც დაავადების მაღალი სტატისტიკით იჩენს თავს. მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმაციით თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში 115 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ამჟამად 531 ფაქტია უკვე აღრიცხული. გასული წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ვირუსით პირველი ინფიცირების შემთხვევები იქნა ჩვენთან დადასტურებული, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა (ყველაზე დიდი ციფრი 2020 წლის ნოემბერში გამოიკვეთა - 492). ეპიდვითარების აფეთქება ტყიბულში სარიტუალო ღონისძიებებს უკავშირდება, განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. "ძიროვნის ქორწილის" კლასტერი, რომლის მეორეული და მესამეული გადაცემის შემთხვევები, ჯერ კიდევ თავს იჩენს. დაავადების შემთხვევათა წილი ...
იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია
არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“, ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ, წარმოადგინა. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. დამსწრე საზოგადოებას შორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, სოფიო ბოჭორიშვილთან, ერთად იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამსახურების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ორგანიზატორებმა მათ გააცვნეს ჰაბის როლი და ფუნქცია. ასევე, პროექტის სამომავლო გეგმები და სავარაუდო სარგებელი, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. ცალ-ცალკე იქნა განხილული სხვადსხვა მიმართლებით, მათ შორის, მედიისათვის, ბიზნესისათვის, ხელისუფლებისათვის (ცენტრალური, ადგილობრივი) და ახალგაზრდებისათვის ...
წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური კომუნიკაციით ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი შ.პ.ს. „საბა“ ახორციელებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. წყლის გაწმენდა მოხდება ე.წ. მემბრანული წესით. ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მიღებული პროდუქტი, სრულად დააკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ ნორმებს. ამ ეტაპზე აქ მიმდინარეობს შენობის ზეძირკვლის მოწყობის სამუშაოები. ობიექტის მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რომლის ექსპლოატაციაში შესვლის მემდეგ ქალაქის მოსახლეობას მაღალი ...
სტიქიით დაზარალებულებს საჭირო მასალები გადაეცათ
რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენის, ძლიერი ქარის, შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. საქართველოს მთავრობამ იმერეთის გუბერნიასთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა. ადგილობრივმა შესაბამისმა კომისიამ დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა ზარალის ოდენობა. მოსახლეობას გადასახური მასალები უკვე გადაეცა. აღნიშნულ პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადმინისტრაციული ერთეულებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიამ სულ ცხრა ობიექტის სახურავი დააზიანა. მათგან, 2 - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ხოლო 7 - კი ინდივიდუალური სახლი. აღსანიშნავია, რომ მოთუთიებული თუნუქის სახურავისა და ხის საჭირო მასალისათვის ...
ტყიბულში ეპიდვითარება მზარდია
კორონავირუსის მეხუთე ტალღის პირობებში ქვეყანაში დაავადების მაჩვენებლები იზრდება - ბოლო 24 საათში 4411 აქტიური შემთხვევა აღირიცხა. ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ინფიცირების სტატისტიკა მომატებულია. თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში 201 ფაქტი გამოვლინდა, მიმდინარე თვეში ამ რიცხვმა უკვე 282 შეადგინა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში 21-21 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი დღემდე - 3170 დაავადების ფაქტი. გამოჯანმრთელებულია - 2844, თვითზოლაციაში კი 319 პირია, ხოლო გარდაიცვალა 54 ადამიანი. მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, ინფორმაციით ამ ეტაპზე ძირითადად გამოვლენილია ოჯახური შემთხვევები, სადაც ზოგჯერ 5-6 წევრია ინფიცირებული, ისინიც ძირითადად თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტირებული პირები არიან. დაავადების ...
დედებისა და შვილების კონცერტი ხელოვნების სკოლაში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით დედებისა და შვილების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. იდეა სკოლის კურსდამთავრებულს, მაია ბრეგაძეს, ეკუთვნის, რომელიც პროექტში მშობლის სტატუსით იყო ჩართული. პედაგოგიურმა კოლექტივმა აქტიურიროლი ითამაშა ამ იდეის ხორცშესხმაში და მუსიკალური განათლების მქონე დედებთან ერთად დაგეგმა საკონცერტო პროგრამა. საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის დარგის წარმომადგენლები. ნათია მურუსიძე https://youtu.be/tChitCvJY68
ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში დაიწყო
საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანებების ჩემპიონატი სკოლის ასაკის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად დაიწყო. მისი პირველი მუნიციპალური ეტაპი ყველგან და მათ შორის ტყიბულში უკვე ჩატარდა. პირველი ტურის შედეგად დაგროვებული ქულების უპირატესობით N6 საჯარო სკოლის გუნდი მუნიციპალური ჩემპიონი გახდა. საპრიზო ადგილები კი N1 და N5 საჯარო სკოლების მოაზროვნეებმა მოიპოვეს. ღონისძიების ადგილობრივ დონეზე ჩატარებას ორგანიზება კულტურის ობიექტების გაერთიანებამ გაუწია. მარი ბაბუხადია
„მოუარეთ საქართველოს“_ პატრიარქისადმი მიძღვნილი საღამო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ყოველწლიურად ტრადიციად აქცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოწყობა. წელსაც საკონცერტო პროგრამა, „მოუარეთ საქართველოს,“ უწმინდესის სამშობლოსადმი დაუღალავი ზრუნვისა და სიყვარულის ეპიზოდებზე იყო აგებული. პროექტი პატრიარქის ნათლულების შემოქმედებითმა ნომრებმა გაამრავალფეროვნა. პატრიარქისადმი მიძღვნილ საღამოს, საერო პირებთან ერთად, ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურებიც ესწრებოდნენ. ნათია მურუსიძე
საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს
ტყიბულში, გურამიშვილის ქუჩაზე, მდინარის კალაპოტის სტიქიით დაზიანებული საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის, 2018 წლის 3 მაისის, N957 განკარგულების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები 3 ნაწილად დაიყო (საყრდენი კედლები, სახურავები, ხიდ-ბოგირები). 12 მიმართულებით ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ევროტექნიქსი,“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 400 ათას ლარს შეადგენს. ფიროსმანისა და გაბრიაძის ქუჩებზე, ასევე, საცურაო აუზის მიმდებარედ, საყრდენი კედლები უკვე მოწყობილია. გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ზოსიაშვილთან ...
პედაგოგთა პროფკავშირების ტყიბულის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
N6 საჯარო სკოლის დარბაზში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ტყიბულის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დელეგატებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორს იყვნენ სპმთპ-ს პრეზიდენტი, მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაია, გაერთიანების სხვა წევრები. ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის მუშაკები. შეხვედრაზე დღის წესრიგის შესაბამისად მოსმენილ იქნა ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის, ეკატერინე ჭელიძის, მიერ წარმოდგენილი ანგარიში, გაწეული საქმიანობის შესახებ. აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქალაქში რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 200-მდე პედაგოგს აერთიანებს. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტატისტიკას, 2013 წლიდან დღემდე ...ტყიბულელი თომა მიქიაშვილი იმერეთის თასის მფლობელია
ტყიბულელი თომა მიქიაშვილი 2009 -2010 წწ. დაბადებულ მოსწავლე მოკრივეთა შორის , 40 კგ.წონით კატეგორიაში, იმერეთის თასის პირველობის გამარჯვებულია.
ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის ჩემპიონატის ლიდერია
ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა- ტყიბულის ,,ორბი», რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია პრინციპულ ტურში გამარჯვებით გაიმყარა.
„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში
დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად — დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ […]
95 წლის ტყიბულელი კოლორიტი
„ღვაწლმოსილ პედაგოგს, საუკეთესო მუსიკოსსა და კომპოზიტორს, გამორჩეულ ადამიანს, კარგ ქართველსა და კარგ ტყიბულელს,“- ასეთი შინაარსის მადლობის სიგელი, 95-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ნოდარ ვახტანგაძეს, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სახელით, გადაეცა.
მსოფლიოს პირველმა ნომერმა წელი ოქროთი დაიწყო
ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ძიუდოისტი,- ილია სულამანიძე -100 კგ წონით კატეგორიაში, 6446 ქულით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. აღნიშნული მონაცემები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა ასახული. თუმცა, ამ წონით კატეგორიაში ქართველები წინა პოზიციას ინარჩუნებენ. ილია კვლავ წონითი კატეგორიის ლიდერია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატებს შორის, როგორც საქართველოში, ისე,- […]
„ტყიბულის ორბი“ წარმატებით ასპარეზობს
საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ტყიბულის ორბის,“ „ა“ ლიგის სეზონის, მეორე და მესამე ტურს ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, გუნდს ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები ქომაგობდნენ.
„ბევრი, ძალიან ბევრი შრომა აუცილებელი პირობაა წარმატებისათვის,“ - მარიამ კუბლაშვილი
29 წლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, საინტერესო იდეებისა და პროექტების შემოქმედი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, ახლახან საერთაშორისო დონეზე, გერმანიის სახელით, ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. ეს ტყიბულელი მარიამ კუბლაშვილია, საგარეო პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი.