ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის როგორც 17, ისე 15 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა გუნდებმა (მწვრთნელები: როინ მდივანი, თენგიზ გვენეტაძე) საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშებში საუკეთესოდ იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი, თავის ასაკში, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 12-12 ქულით, პირველ ადგილს იკავებს.
ახლა ისინი საქართველოს ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადებიან და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ. ფინალური შეხვედრები ქალაქ თბილისში სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში გაიმართება, სადაც ჩვენი სპორტსმენები აღმოსავლეთის ზონის შეხვედრებში გამოვლენილ საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდებიან.
მარი ბაბუხადია
106 thoughts on “ხელბურთელი გოგონები საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადებიან”
კომენტარები გამორთულია