64940191_2745926748810783_3473793149850091520_o

შეჯიბრი ცურვაში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით

   ოლიმპიურ დღეს, რომელსაც მსოფლიოსთან ერთად 1993 წლიდან საქართველოც აღნიშნავს, მასობრივი ღონისძიებები ეწყობა. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც. საცურაო აუზზე სწრაფ ცურვაში ასპარეზობა გაიმართა. მასში სხვადასხვა ასაკის მოყვარულები იღებდნენ მონაწილეობას.

  შეჯიბრს ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ ჩართულობით, უწევდა.

  გამარჯვებულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. უმცროსი ასაკის პირველი სამეული ასე დაკომპლექტდა: I ადგილი - ნიკა ბარბაქაძე, II ადგილი - ნიკა დოღონაძე და III ადგილი - ლუკა ფართლაძე. 2004-05 წლებში დაბადებულთა შორის ადგილები კი, ასე გადანაწილდა: I ადგილი - ნიკა ბოჭორიშვილი, II ადგილი - ნიკა ხაჩიძე და III ადგილი - საბა სახელაშვილი. რაც შეეხება უფროსი ასაკის მოასპარეზეებს, I ადგილი - ნუკრი ობოლაძემ, II - შავლა ბიბილაშვილმა, III - კი,  ლონგინოზ ბუბაშვილმა დაიკავეს.

  გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ორგანიზატორებისაგან ფასიანი საჩუქრები, მაისურები და დროშები გადაეცათ, ხოლო ყველა მონაწილემ სამახსოვრო სიგელები მიიღო.

65392200_2745927015477423_8638405591447896064_o 65216420_2745926092144182_5038814614729523200_o 64801731_2745925748810883_5255414247873052672_o 64759098_2745926382144153_4925866518262054912_o