++++++++++

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

   ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს თამაშებს, 2019  წლის პირველობაზე მინი ფეხბურთში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 17 წლის ასაკიდან, გარდა მოქმედი ფეხბურთელებისა. გუნდებმა  განაცხადი უნდა წარმოადგინონ  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში, 2019 წლის 9 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. განაცხადში, რომელსაც თან უნდა დაერთოს მოთამაშეთა პირადობის მოწმობის ასლები და ტელეფონის ნომერები, ნებადართულია არაუმეტეს 10 ფეხბურთელის, 1 წარმომადგენლისა და 1 პასუხისმგებელი პირის შეყვანა.

   თამაშები  გაიმართება სოფელ საწირეში, საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე. კენჭისყრა ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ივლისს, 12 საათზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, რომელზეც გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა.

საკონტაქტო პირი:

ალეკო ბიბილაშვილი     ტელ.591 19 39 45;