ტყიბულელი მოკრივე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

  ქუთაისში გაიმართულ გარდაცვლილ მოკრივეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე კრივში, 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის, 72 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე ტყიბულელმა მოკრივემ, N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, მამია ობოლაძემ (მწვრთნელი: გია დვალი), წარმატებით იასპარეზა და II საპრიზო ადგილი დაიკავა. მან მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და შესაბამისად ვერცხლის მედალი და საპატიო თასი მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 70-მდე მოკრივესთან ერთად სომხეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.

  აღსანიშნავია, რომ მამია ობოლაძე საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ის კრივში 6 წელია, საქართველოს ეროვნული კატეგორიის მსაჯთან, სპორტის ოსტატთან, გია დვალთან, ვარჯიშობს. ამჟამად, მამია საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება, რომელიც 3 აპრილს, ზესტაფონში, გაიმართება. წარმატებული სპორტსმენი ამ საპასუხისმგებლო შეჯიბრებისათვის, მწვრთნელთან ერთად ყოველდღიურად გაძლიერებულად მეცადინეობს.

14 thoughts on “ტყიბულელი მოკრივე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

  1. Уведомление: 3avoidance
  2. Уведомление: Arie Baisch
  3. Уведомление: MILF Porn
  4. Уведомление: Madelyn Monroe Masturbating
  5. Уведомление: Cory Chase MILFCity
  6. Уведомление: domain-names
  7. Уведомление: Assignment Writing Tips
  8. Уведомление: Assignment Assistance
  9. Уведомление: Paper help
  10. Уведомление: personalized baby gift
  11. Уведомление: valentine gift
  12. Уведомление: valentines gift
  13. Уведомление: Click Here
  14. Уведомление: Click Here

კომენტარები გამორთულია