საქართველოს ჩემპიონის ოქრო ტყიბულშია

 დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი უფროსებს შორის ძიუდოში, რომელსაც სამი დღის მანძილზე ძიუდოს აკადემია მასპინძლობდა. მასში 7 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გადანაწილებული ეროვნული ნაკრების წევრები, გარდა ოლიმპიელებისა (წონების პირველი ნომრებისა), იღებდნენ მონაწილეობას. ბოლო საშეჯიბრო დღეს 100 კგ-მდე წონაში ტყიბულელთათვის საამაყო ფალავანი ილია სულამანიძე ასპარეზობდა. ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება და მისი პირველი მეტოქე ემზარ კოკოლაშვილი იყო, რომელიც შესანიშნავი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში იგი ნოდარ ბერიანს შეხვდა და ბრძოლის დასრულებამდე 7 წამით ადრე შებოჭვაზე დაიჭირა მეტოქე, რითაც ნახევარფინალის გზა გაჭრა. ზურა ჩაგელიშვილთან ილიამ საინტერესო ბრძოლა ჩაატარა და დაამარცხა კიდეც მოწინააღმდეგე. ფინალური დაპირისპირება სულამანიძეს ონისე სანებლიძესთან მოუწია. მათ ურთიერთშეხვედრების ანგარიში 1:1-ია, 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში სანებლიძესთან ილიამ წააგო, ხოლო 2021 წლის თელ ავივის გრან სლემზე ბრინჯაოსათვის ბრძოლა ამჯერად სულამანიძემ მოიგო.

  საინტერესო ფინალი შედგა. საკმაოდ ხანგრლივი ორთაბრძოლა მეტოქეთა შორის დამატებით დროში ილია სულამანიძემ მოგებით დასრულდა და იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 19-21 ნოემბერს გამართულ საქართველოს ჩემპიონატს, ქვეყანაში  პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, მაყურებელი არ ესწრებოდა, თუმცა შეჯიბრების სამივე დღის ინტერნეტტრანსლირება ხორციელდებოდა.

მოამზადა ნათია მურუსიძემ

14 thoughts on “საქართველოს ჩემპიონის ოქრო ტყიბულშია

  1. Уведомление: 2brazilian
  2. Уведомление: Leandro Farland
  3. Уведомление: Lila Lovely
  4. Уведомление: domain
  5. Уведомление: Solve My Assignment
  6. Уведомление: Help with assignment
  7. Уведомление: Write My Assignment
  8. Уведомление: Pay for Assignments
  9. Уведомление: wedding gifts
  10. Уведомление: valentine pillow
  11. Уведомление: baby stop crying
  12. Уведомление: valentine gift for her
  13. Уведомление: Click Here
  14. Уведомление: Click Here

კომენტარები გამორთულია