სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში შეჯიბრი მინი-ფეხბურთში გაიმართა. შეხვედრას ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მასში ჩართული იყო ქალაქის - N1, N2, N4, N6, N7 და სოფლების: საწირის, ორპირის, გურნის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლების, 2004-05-06წ.წ. დაბადებულ მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული, ათი გუნდი. თითოეულს თან ახლდა ერთი მწრთვნელ- მასწავლებელი. სულ ცხრა შეხვედრა გაიმართა, თითოეული 10-10 წუთიანი ტაიმითა და 5 წუთიანი შესვენებით. მეტად საინტერესო და დაძაბული ფინალის შედეგად გამარჯვებული N4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი N1, მესამე კი, - საწირის სკოლის, გუნდებმა მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ შეხვედრებს ტყიბულში ორგანიზებას უწევს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და თამაშების საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველყოფს.
ოლიმპიადის ფარგლებში გარდა მინი-ფეხბურთისა უკვე ჩატარდა შეჯიბრი გეზრბენში. შემდეგი ასპარეზობები კი,- ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, ბადმინტონსა და მხიარულ სტარტებში გაიმართება. ყველა სახეობის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში, ხოლო აღნიშნული ეტაპის გამოვლენილები რეგიონის სახელით გაემგზავრებიან ფინალურ შეხვედრებზე.
მარი ბაბუხადია
34 thoughts on “სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული მინი-ფეხბურთში N4 სკოლის გუნდია”
კომენტარები გამორთულია