53761855_2200013013390156_6680623875748790272_o

,,ნორჩი მეშახტე“ გამარჯვებულია

    ტყიბულის სპორტის სასახლეში ჭაბუკთა შორის მინი ფეხბურთში ორდღიანი შეჯიბრი გაიმართა.

  ტურნირი „მეშახტის“ სახელოვანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, დავით გვენეტაძისა და ამირან არსენიძის, ხსოვნას მიეძღვნა. სპორტულ აქტივობაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა: „ნორჩი მეშახტე“ (ტყიბული), „საფეხბურთო სკოლა“ (ტყიბული), „თერჯოლა,“ „ვანი,“ „მართვე“ (ქუთაისი), „ქუთაისი.“ აღსანიშნავია, რომ „ნორჩმა მეშახტემ“ შეჯიბრების ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. მან ფინალში „ვანი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - ავთო მეფარიშვილი („ვანი“), მცველი - გიორგი თედორაძე („მართვე“), ნახევარმცველი - ანრი ლაფერაძე („ნორჩი მეშახტე“), ტექნიკური ფეხბურთელი - ნიკოლოზ ფანჩულიძე („თერჯოლა“), გულშემატკივართა რჩეული - გოგა გაბრიაძე („ნორჩი მეშახტე“), საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი არსენიძე („ნორჩი მეშახტე“).

  გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ ტყიბულელემა ვეტერანმა ფეხბურთელებმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებმა გადასცეს. მედლები მიიღეს, ასევე, „ნორჩი მეშახტის“ ახალგაზრდა მწვრთნელებმა, ირაკლი გვენეტაძემ და გიორგი ბოჭორიშვილმა.

  შეჯიბრი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. ის სპორტული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

მარი ბაბუხადია