საქართველოს პირველობაზე ჭაბუკ მოკრივეთა შორის ტყიბულელმა, მამია ობოლაძემ, წარმატებით იასპარეზა. მამიას ფინალურ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონმა ოდნავი უპირატესობით სძლია და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
აღნიშნული ტურნირი ქალაქ ბათუმში 26-28 თებერვალს მიმდინარეობდა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 121 მოკრივე ასპარეზობდა. ტყიბულის გუნდმა კი, მასში მონაწილეობა ერთი მოკრივით მიიღო, რომელიც შეჯიბრებისათვის სპორტის ოსტატმა, გია დვალმა, მოამზადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები, რომელშიც მამია ობოლაძე ირიცხება, მიმდინარე წელს, ქალაქ თბილისში გასამართ ევროპის პირველობისათვის იწყებს მზადებას.
კომენტარები გამორთულია