ისევ ოქრო და ევროპის ორგზის ჩემპიონი ტყიბულიდან

  ახალგაზრდა წარმატებულმა ძოუდოისტმა, ტყიბულელმა ილია სულამანიძემ, თავისი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. იგი უკვე მეორედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

  ხორვატიის ქალაქ პორეცში 4-6 ნოემბერს გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ილია საქართველოს ნაკრების 8 სპორტსმენთან ერთად (100 კგ. წონით კატეგორია) ასპარეზობდა. სულამანიძემ საწყის ორთაბრძოლაში ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს - ფრანგ კენი ლივეზს დამატებით დროში ვაზარით სძლია, ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ ეიხი დააიპონა, ფინალში კი მისი მეტოქე თურქი მერტ სისმანლარი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში სისმანლარის ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქეს იპონიც შეუსრულა და ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ეს, ილიას მიერ, ამ ჩემპიონატზე აღებული ოქროს მედალია, რომლითაც იგი უკვე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი!

  მასთან ერთად ნაკრებმა ქვეყანას ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედლი მოუტანა.

ნათია მურუსიძე

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.