ტყიბულელმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, გამართულ RAGUF ORUJUV-ის სახელობის თასზე წარმატებით იასპარეზა და ოთხი გამართული ბრძოლიდან ყველა იპონით მოიგო. ამ შედეგით იგი, ტურნირის ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრი კლუბებს შორის იმართებოდა და ილია „შევარდენი 2005-ის“ სახელით გამოდიოდა. მან პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელთან მოიგო, მეორეში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა და ნახევარფინალში რუს ძიუდოისტს წარმატებით დაუპირისპირდა. ფინალურ შეხვედრებში ქართველები მასპინძლის უძლიერეს გუნდს შეხვდნენ. ფრე ანგარიშის 2:2-ის შემდეგ ილია სულამანიძემ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ჩაატარა, თავის წონაზე 73 კგ-ით მძიმე 170 კგ-იანი აზერბაიჯანელი იპონით დასცა ტატამზე და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ილია სულამანიძე საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია.
მარტო გასულ 2018 წელს მან ჯერ რუსეთისა და შემდეგ რუმინეთის ევროპის თასებზე I ადგილები მოიპოვა, ჩეხეთის ევროპის თასზე III ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო ბოსნია ჰერცოგოვინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
88 thoughts on “ილია სულამანიძე კვლავ ჩემპიონია”
კომენტარები გამორთულია