ტყიბულის „მეშახტემ“ „ლიგა 3-ის“ II ტურის შეხვედრა გორში გამართა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად წარმატებულად იასპარეზა და თამაში „მეშახტის“ გამარჯვებით 1 – 3 დასრულდა.
მასპინძელთა კარში ბურთი „მეშახტის“ გასული სეზონის გოლეადორმა, შალვა ცქიფურიშვილმა და გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ, თორნიკე მეტრეველმა, გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ შალვა ცქიფურიშვილმა დუბლი, მეორე ტაიმის დასაწყისშივე, შეასრულა. თორნიკე მეტრეველმა კი, რომელიც შეცვლაზე მატჩის მიწურულს შევიდა, სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო მეტოქე „გორის“ გუნდი, ტარიელ ღვინიაშვილმა, ასახელა. „მეშახტეს“ დღეისათვის სტუმრად გამართული ორი ტურის შედეგად 3 ქულა აქვს.
მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 18 მარტს, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და „მეშახტე“ V ადგილზე მყოფ საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები გამორთულია