54348302_2522525031150957_3653459105084866560_o

N7 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

  ქალაქ ტყიბულში N7 საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გასული წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება, რომელსაც კომპანია  LLC ,,Gpb Group“ აწარმოებს და რომლის ღირებულებაც 3 მილიონ 571 ათას 415 ლარია. აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე 50-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ადგილზე დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.

  ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შედის, როგორც არსებული სამსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია, ისე სრულიად ახალი, ორსართულიანი ნაგებობისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა. ამჟამად, სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებულია. აქ გათვალისწინებულია, ასევე, ეზოს კეთილმოწყობა. გარდა ამისა, გაკეთდება საფეხბურთო მოედანი, საქვაბე ბლოკი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მარი ბაბუხადია