N4 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

  ტყიბულში ახალი N4 საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მათ შორის, ეზოს კეთილმოწყობაც. ამჟამად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი. სამშენებლო პროცესს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე გაეცნო.

   ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. 50 ბავშვზე გათვლილი, ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 ათას 200 ლარი გამოიყო. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა ნოემბერში დასრულლდება. გარდა ამისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ასევე, განხორციელდა ქალაქის N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.