263 წელი ხრესილის ბრძოლის გამარჯვებიდან

   გამარჯვების მემორიალი, ხრესილის ომის 263-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. აღნიშნული ცერემონიალი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

  1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის ველზე ქართველთა 15-16 ათას კაციანმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I - ის სარდლობით ოსმალების მრავალრიცხოვან ჯართან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მტრის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა ქართველებისას.

  ისტორიულ წყაროებში ასევე ვეცნობით, რომ ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის სამეფოსა და სოლომონ I - ის მიერ შემდგომში გატარებული ღონისძიებებისათვის.

  ყოველი წლის 14 დეკემბერს ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრადიციადაა დამკვიდრებული.

 

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია