19 წლის ომის მოხალისე ოკრიბიდან

  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ტატიანა ბოჭორიშვილს, წელს 97 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღის პატივსაცემად მადლიერმა შთამომავლობამ, მისი სახელის უკვდავსაყოფად, მას მემორიალური დაფა გაუხსნა.
1922 წელს ონისიმე ბოჭრიშვილის ოჯახში, სოფელ დაბაძველში, დაბადებულმა პატარა გოგონამ, თავისი განვლილი ცხოვრებით, გმირობისა და თავგანწირვის საოცარი მაგალითი გვაჩვენა. იგი დედისერთა გახლდათ, მშობლებისა და სანათესაოს „ნებიერა“ 19 წლის იყო, როცა ორჯერ გამოცხადდა ტყიბულის კომისარიატში ფრონტზე წასვლის სურვილით. იმ მიზეზით, რომ მამა ხანდაზმულია და ჩემი ოჯახიდან სამშობლოს წინაშე ვალს ვერავინ მოიხდისო. თუმცა, ორჯერვე უარით გამოისტუმრეს. მაგრამ მან მაინც მიაღწია თავის მიზანს და საჰაერო თავდაცვის მოქმედი არმიის ნაწილში მოხალისედ ჩაირიცხა.
დედის ღვაწლის პატივსაცემად მემორიალური დაფა შვილებმა და შვილიშვილებმა იმ სახლის კედელზე გახსნეს, სადაც ქ-ონმა ტატიანამ მთელი თავისი სიცოცხლე გაატარა. დაფის გახსნის პატივი შვილიშვლებს ხვდათ წილად. ცერემონიალს, რომელიც გარდაცვლილთა სულების ხსენების დღეს გაიმართა, საზოგადოების წარმომადგენლები და ოჯახის უახლოესი ადამიანები დაესწრნენ, რომლებმაც გაიხსენეს სამახსოვრო ეპიზოდები, ისტორიები და სამადლობელი სიტყვებით შეაფასეს დიდი სამამულო ომის მონაწილე გმირი გოგონას მოღვაწეობა.

14 thoughts on “19 წლის ომის მოხალისე ოკრიბიდან

  1. Уведомление: 3armenia
  2. Уведомление: Lincoln Georgis
  3. Уведомление: Cory Chase MILF City
  4. Уведомление: Madelyn Monroe MILF
  5. Уведомление: premium-domains
  6. Уведомление: Assignment Paper Help
  7. Уведомление: Business Report Writing Help
  8. Уведомление: Online Assignment Writers
  9. Уведомление: organic magnesium lotion
  10. Уведомление: valentine gift for her
  11. Уведомление: valentine gift for her
  12. Уведомление: Click Here
  13. Уведомление: Click Here
  14. Уведомление: Click Here

კომენტარები გამორთულია