წყალმომარაგების საფილტრე სადგურის მშენებლობა დასრულდა

  ტყიბულში, წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საფილტრე სადგურის მშენებლობა დასრულდა, შენობა გადაიხურა და მზადაა ტექნოლოგიური დანადგარების დამონტაჟებისათვის.

  წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის აგება ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა.

  პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის არსებობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით. ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ ნორმებს. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.

  ტყიბულში, სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „საბა“ ახორციელებს და იგი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.