შიდა ეზოებისა და საუბნო გზების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

  ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებისა და ქალაქის გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

  მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზაზა ზოსიაშვილთან, ერთად, აღნიშნული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და გამსახურდიას ქ. N10 კორპუსის ეზოში ასფალტის დაგებისა და ასევე, გაბრიაძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობის პროცესს დაესწრო.

  გამსახურდიას ქუჩაზე, აღნიშნულ ეზოში, 950 მ², 7 სმ. სისქის ასფალტის საფარი იგება, რისთვისაც 81 ათას 576 ლარი იხარჯება. გაბრიაძის ქუჩაზე კი 60 გრძივი მეტრი, 16 სმ სისქისა და 3 მეტრი სიგანის არმირებული ბეტონი ეწყობა, რომლის ღირებულებაც 6 ათას 943 ლარს შეადგენს.

  სულ ქალაქის მასშტაბით, II და III ეტაპის ფარგლებში, ბეტონითა და ასფალტით 9 ეზო ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „მიმდემი“ ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 586 ათას 892 ლარი იხარჯება. სამუშაოები წინა წელს დაიწყო და ამჟამად გამსახურდიას N1-3; რუსთაველის N2-4 და კოსტავას N11-ში მიმდინარეობს. ყველა ობიექტი სავარაუდოდ მაისის I ნახევარში დასრულდება. ეზოების ნაწილი 12 სანტიმეტრიანი არმირებული ბეტონით, ნაწილი კი, - 7 სანტიმეტრიანი ასფალტის საფარით ეწყობა.

  ქალაქის შიდა გზების სულ 14 მიმართულებით სამუშაოებს - კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ჯეოროუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც სულ 300 ათას ლარს შეადგენს. 11 მიმართულებით გზების მონაკვეთების მოწყობა უკვე დასრულებულია. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები გაბრიაძისა და ახობაძის ქუჩებზე მიმდინარეობს.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია