ქვეყანაში არსებული ყოველდღიური მზარდი სტატისტიკის ფონზე ეპიდვითარება არც ტყიბულის მუნიციპალიტეტშია სახარბიელო, მიზეზი შახტში მომუშავე ადამიანების ტესტირების შედეგია. წარმაობაში აღებული 1021 ანალიზის შედეგად, 63 - კოვიდaდადებითი და 81 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში 144 პირის გადაყვანა კარანტინში გადაწყდა, სადაც ისინი 12 დღით იქნებიან განთავსებულნი. აქედან უკვე 100 პირი გადაყვანილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ კოვიდ სასტუმროში, პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ტყიბულის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა მოგვაწოდა. რაც შეხება შახტში მიმდინარე საწარმოო პროცესს, იგი შეჩერებულია 17 ნოემბრის 14 საათიდან, 2 კვირის ვადით.
გარდა შახტის კლასტერისა ტყიბულში გამოვლენილია კიდევ 6 ახალი შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე საერთო სტატისტიკით დაავადების 317 ფაქტს მოიცავს. თვითიზოლაციაში იმყოფება 422 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 124. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე – 5-ს შეადგენს.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, ამჟამად, ქალაქის N4, N5, N6, N7 და ახალსოფლისა და საწირის საჯარო სკოლები დროებით ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას. უკვე დღეიდან, 24 ნოემბრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლა, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, დისტანციურ სწავლებაზე გადავა.
კოვიდ 19-ის ინფექციისაგან თავის დასაცავად რეკომენდაციები უცვლელი რჩება: დისტანციის დაცვა თავშეყრის ადგილებში, ხელების ხშირი დაბანა და პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “შახტში არსებულმა ეპიდვითარებამ საწარმოო პროცესი 2 კვირით შეაჩერა”
კომენტარები გამორთულია