53216096_2134827029942421_6852736044366823424_o

შავლეგო ტაბატაძე ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

  ჭიათურაში გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა  გიორგაძის ქუჩის - 8, ხოლო საჩხერის გზატკეცილის – 6 კორპუსი. გაილესა შენობები, შეიღება ფასადები, მოეწყო აივნები და აღდგა კარნიზები. ასევე, ეზოში დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაათვალიერა. ასევე, იგი შეხვდა მოსახლეობას და მათგან მოისმინა ინფორმაცია დროულად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მათთვის პრიორიტეტია.

  მხარის რწმუნებულმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა. მათ შორის, გაეცნო წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 36 631 493 ლარით აფინანსებს.