safe_image (4)

ტყიბულში წყლისა და კანალიზაციის გამწმენდი ახალი ნაგებობების მშენებლობა იგეგმება

  ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის, აქტიური ჩართულობით, წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი პრობლემების გასაცნობად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, იმყოფებოდა. იგი, იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელ პირებთან ერთდ, წყლის გამწმენდ ნაგებობაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. უწყების პირველი პირის განმარტებით, საკითხის გადასაჭრელად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთაიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, საპროექტო სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს. იგი ითვალისწინებს წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობებისა და კანალიზაციის ქსელის მშენებლობას. დაახლოებით 2020 წლის გაზაფხულიდან კი, ტენდერში გამოვლენილი კომპანია საკმაოდ ძვირადღირებულ და მასშტაბურ საქმიანობას შეუდგება, რომელიც ორი წლის ვადაში, 2022 წლისათვის დასრულდება.
„სისტემის სრულ გამართვამდე, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მოხდება გადაუდებელი საჭირობებისათვის დროებითი ღონისძიებების პარალელურად გატარება, რათა მოსახლეობას წყლით მომარაგება არ შეუფერხდეს,“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ნათია მურუსიძე