ტყიბულში ყველაზე მაღალი ინფიცირების რიცხვი გამოვლინდა

  ქვეყანაში არსებულ გართულებულ ეპიდვითარებაში, რომელიც დღეს 5 128 აქტიურ შემთხვევას მოიცავს, 43 დადასტურებული ფაქტი ტყიბულზე მოდის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში აქამდე დაფიქსირებულ საერთო სტატისტიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, აცხადებს, სიტუაციის გამწვავება სარიტუალო სუფრებთან და რეგულაციების დარღვევასთანაა დაკავშირებული. თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენელი იყო 51 კოვიდდადებითი შემთხვევა, მიმდინარე პერიოდში ეს ციფრი უკვე გაორმაგებულია და 107-ს - შეადგენს. რამდენიმე დღის წინ გამართული, სუფრასთან დაკავშირებული, ორი სხვადასხვა მასშტაბური სოციალური ღონისძიებიდან უკვე 20-ზე მეტი ინფიცირების ფაქტია დადასტურებული, რასაც ყოველწუთიერად ემატება ახალ-ახალ შემთხვევათა რიცხვი.

  რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტში საერთო მაჩვენებლებს, დღემდე აღრიცხულია 2128 დაავადების ფაქტი, აქედან გამოჯანმრთელებულია - 1976, თვითიზოლაციაში იმყოფება - 152, ხოლო გარდაცვლილია 34  პირი. გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში მოსახლეობას ტესტირება უკვე შაბათ-კვირასაც იქნება შესაძლებელი, 10-დან 14 საათამდე, მისამართზე:  კარლო ლომაძის მოედანი N3, II სართული.

  ტყიბულში დღეიდან უკვე შესაძლებელია იმუნიზაციის ფარგლებში ფაიზარით ვაქცინაცია, პარალელურად აცრები სინოფარმითა და სინოვაკითაც მიმდინარეობს. მსურველბი  რეგისტრაციას პორტალზე წინასწარ გაივლიან.

  10 აგვისტოდან, საკოოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდ 19-თან დაკავშირებით ახალი  რეგულაციები იქნა შემოღებული, რომლის თანახმადაც, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება იქ, სადაც 5 პირზე მეტი იკრიბება. ამასთან ერთად, სარიტუალო დარბაზებსა და კვების ობიექტებს სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისათვის, პირველ ჯერზე, დაეკისრებათ ფინანსური სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება.

ნათია მურუსიძე

68 thoughts on “ტყიბულში ყველაზე მაღალი ინფიცირების რიცხვი გამოვლინდა

  1. Уведомление: where to buy cialis cheap
  2. Уведомление: reddit online pharmacy
  3. Уведомление: direct online payday lenders
  4. Уведомление: casino online 888 ruby slippers

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.