ტყიბულში კოვიდინფიცირების 35 შემთხვევაა გამოვლენილი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით ამ მომენტისათვის ჩვენს მუნიციპალიტეტში covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: სულ რეგისტრირებულია 35 შემთხვევა, აქედან 21 - უკავშირდება N2 საჯარო სკოლას, სადაც ინფიცირებულია 17 მოსწავლე და 4 პედაგოგი. სკოლა 10 ოქტომბრიდან 12 დღით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა, იმის გათვალისწინებით თუ როგორ განვითარდება სამომავლოდ მოვლენები, ვინაიდან დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
 
  დღევანდელი მონაცემებით მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 196, ხოლო საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 3 პირი. არსებული ვითარების გათვალისწინებით ეპიდ კვლევა ამ დროისათვისაც გრძელდება.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, მადონა ქასრაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი ამჟამად არ არსებობს, სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, მთავარია მოსახლეობა დაემორჩილოს ეპიდემოილოგების მოთხოვნებს და დაიცვას ყველა დადგენილი წესი.
 
ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.