ტყიბულს მალე კეთილმოწყობილი პარკი და სპორტულ-განმაჯანსაღებელი კომპლექსი ექნება

  ტყიბულში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტულ-განმაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად ხორციელდება.

  არსებული სამუშაოებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დაინტერესდა, რომელიც საქმიანობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

  პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია არსებული სკვერის ქვის ფილებით მოპირკეთება, შადრევნის რეაბილიტაცია, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის, ტრიბუნების, სველი წერტილებისა და გასახდელების მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.

  პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენი" ახორციელებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

 

კომენტარები გამორთულია