ტყიბული-მუხურის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია

  ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზა თოვლის საფარისაგან გაწმენდილია და აქ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი.

  როგორც მერის წარმომადგენელმა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ყვავაძემ და მუხურის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ არსენაშვილმა აღნიშნეს, აქ შესაბამისი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფლისა და კომუნალური გაერთიანების მექანიზატორები, სათანადო ტექნიკით, ასრულებდნენ. აქ თოვლის საფარმა 3 მარტისთვის მთაზე 1,5 მეტრს, ხოლო სოფელში 70-80 სმ-ს მიაღწია. 4 მარტს კი, 14:00 საათისათვის მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია