ტრენინგი ქალთა შრომით უფლებებზე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების სააქტო  დარბაზში, ასოციაციის ”ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შრომით უფლებებზე ინფორმირებული ქალი = მეტად დაცულ ქალს!“ პროექტი ქალთა ფონდის დაფინანსებით, 10 თვის განმავლობაში განხორციელდება, რომელიც იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს მოიცავს.

   ტრენინგების კურსს შრომითი უსაფრთხოების საკითხებში ტრენერი მარიკა ვაჭარაძე უძღვება. ტყიბულში დაგეგმილ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ. პროექტის მენეჯერის, მაკა ხეცურიანის, განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ შრომით საქმიანობაში ჩართულმა ორივე მხარემ, როგორც დასაქმებულმა, ისე დამსაქმებელმა კარგად იცოდეს საკუთარ უკლებებთან ერთად ის ვალდებულებები და მოვალეობები, რაც საქართველოს შრომის კოდექსითაა განსაზღვრული.

   დღის წესრიგის შესაბამისად განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებები, შრომის უსაფრთხოების კუთხით, რამაც 400-მდე კანონპროექტის ცვლილება განაპირობა, თუმცა ჯერ-ჯერობით კვლევ პრობლემად რჩება მათი აღსრულების ნაწილი. დეტალური მსჯელობა შეეხო შრომითი უფლებების მნიშვნელობასა და სამართლებრივ ჩარჩოს, შრომით ხელშეკრულებებს, ზეგანაკვეთურ სამუშაოსა თუ დისკრიმინაციას შრომით ურთიერთბებში, ასევე, სხვა საკითხებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგის კულტურის დანერგვა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც თავის თავში გულისხმობს გაცილებით ნაყოფიერი შრომითი პროდუქტის შექმნას და წარმოადგენს კონფლიქტური ურთიერთობების თავიდან ერიდების პრევენციას.

   შეხვედრის ბოლოს თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მცირე დისკუსიაც გაიმართა.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “ტრენინგი ქალთა შრომით უფლებებზე

  1. Уведомление: 2document

კომენტარები გამორთულია