58374670_2601406166596176_1103982873414729728_o

სააღდგომო ნობათი უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქუთაისის ქუჩაზე, მდებარე უფასო სასადილოში, რომელიც ყოველდღიურად 110 ბენეფიციარს სადილით უმასპინძლდება, წინასააღდგომო განწყობის შესაქმნელად მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სხვა სამსახურების წარმომადგენლები ეწვივნენ და სოციალური სერვისით მოსარგებლეებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს. მათთვის 2016 წლიდან ყოველწლიურ ტრადიციად იქცა სასაჩუქრე პაკეტების დარიგება - კვერცხი, პასკა, ტკბილეული და სანთელი თითოეულ უმწეოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად გადასცეს და მათ ჯანმრთელობა უსურვეს.

  მიმდინარე წლის იანვრიდან უმწეოთა სასადილოს მომსახურებით 110 ბენეფიციარი სარგებლობს. სერვისი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ნათია მურუსიძე